როცა მარიამ დავითაძემ „ნაკანის სკოლაში“ სწავლა დაიწყო, მას არ ჰქონდა არც ბლოგი, არც ფოტოგრაფიის გამოცდილება და არც წარმოდგენა, თუ როგორ შეეძლო ფოტოგრაფიას მისი ცხოვრების შეცვლა. თითქოს მარტივი სურვილი — ფოტოგრაფიის ხელოვნების შესწავლა საკუთარი ბლოგისთვის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 3 თვიანი სწავლის განმავლობაში მან არა მხოლოდ გადაღება ისწავლა არამედ
მარი ნაკანმა მას თვალები აუხილა, რომ ფოტო მხოლოდ „ღილაკზე დაჭერა“ არ არის. მარიამმა ისწავლა, როგორ გადმოსცეს ისტორიები კადრებით, როგორ დაიჭიროს და გააზიაროს ემოციები. და კიდევ – როგორ შეუძლია კამერას, სამყაროსა და საკუთარ თავზე შეხედულების შეცვლა.
დღეს მარიამს აქვს სამი ანგარიში სოციალურ ქსელებში, რომლებისთვისაც თავად იღებს. მობილური კამერა გახდა მისი თვითგამოხატვისა და წარმატების ინსტრუმენტი.
2015 წელს, როცა თიკო ჭიღლაძემ ფოტოგრაფიაში პირველი ნაბიჯები გადადგა, ის GIPA-ში მარის გაკვეთილებზე მოხვდა. მარი არ იყო მხოლოდ ტექნიკის მასწავლებელი — ის სტუდენტებს ენერგიით და სიყვარულით ავსებდა, შთააგონებდა ხელოვნების უფრო ღრმად შესწავლას. თიკო მასთან კვლავ დაბრუნდა, როცა მარიმ თავისი ოფლაინ სკოლა გახსნა, შემდეგ კი გაიარა კურსი „Level UP“, სადაც ქასტინგის გარეშე მიიღო თავისი პირველი დიდი პროექტი, რადგან ნაკანის სერთიფიკატი თავის თავზე ლაპარაკობს.
მნიშვნელოვანი ბრენდების, მათ შორის Time-ის საათების ბუდა ზივზივაძესთან ერთად წარმატებული გადაღებების შემდეგ, თიკომ მარის მაგალითით შთაგონებულმა საკუთარი ფოტოსკოლა დააარსა და დაიწყო მობილური ფოტოგრაფიის კურსი. ახლა ის, როგორც მისი მენტორი, აზიარებს ცოდნასა და შთაგონებას ახალ მოსწავლეებისთვის, ეხმარება მათ იპოვონ საკუთარი გზა ფოტოგრაფიაში.
ნადას ისტორია 2015 წელს იწყება, როცა GIPA-ში სწავლა დაიწყო. ეს იყო მარის პირველი ჯგუფი, რომელშიც იყო ნადა , მისთვის ეს საბედისწერო აღმოჩნდა. გოგონა, რომელიც თუშეთის დიდებულ მთებში გაიზარდა, მოულოდნელად გამოეთიშა ჩვეულ გარემოს და ჩამოვიდა ქალაქის სამყაროს დასაპყრობად.
მარი ნაკანის მასტერკლასმა უნივერსიტეტში არამხოლოდ შთააგონა, არამედ მისცა მოტივაცია შემდგომი განვითარებისთვის. ცოტა ხანში ნადა თბილისში გადავიდა და ის კარიერა ააწყო, რაზეც მანამდე არც კი ოცნებობდა, გახდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ფოტოგრაფი.
რა მისცა მარიმ? უპირველესად, ეს არის უნარი, ეძებოს თავისი ავთენტურობა და განავითაროს ის პოტენციალი, რომლის არსებობის შესახებ მანამდე არც კი იცოდა.
ოთო მარის ფოტოსკოლაში მოკრძალებული ბიჭი მივიდა. სწავლის ღირებულება ნაწილ-ნაწილ გადაიხადა და ფიქრობდა, თუ რამდენად გაამართლებდა ეს ინვესტიცია. მაგრამ სწორედ აქ იგრძნო საკუთარი სტატუსი, გაზარდა თვითშეფასება და მიხვდა, რომ გაცილებით მეტს შეძლებდა, ვიდრე ეგონა.
დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მობილური ფოტოგრაფია ინფლუენსერებისთვის. უკვე სამი წელია რამდენიმე დიდ ანგარიშს უძღვება (ანიკა ასათიანი და სხვები). რაც მთავარია, დღეს ოთოს "ექაჩებიან". მარის რეკომენდაციების წყალობით, მას იცნობენ და აფასებენ, ხოლო პოპულარული ინფლუენსერები სრულად ენდობიან მას.
სალომე გაიზარდა ლაგოდეხში, ღარიბ ოჯახში და სამუშაოდ იტალიაში წავიდა მომვლელად. დიპლომის გარეშე, მას არ ჰქონდა დიდი პერსპექტივა და მისი ცხოვრება დამღლელი ფიზიკური შრომის უსასრულო ციკლად ეჩვენებოდა. მაგრამ მას ჰქონდა ოცნება — ემოგზაურა, შეყვარებოდა, ეცხოვრა ნამდვილი ცხოვრებით.
პანდემიის დროს შემთხვევით მოჰკრა ყური მარის ინსტაგრამის პოდკასტებს, რომლებიც მისთვის ნამდვილი გადარჩენა აღმოჩნდა. სალომემ გადადო ბოლო ფული და გაიარა მარის კურსი, რომელმაც მასში ნიჭი დაინახა და მის განვითარებაში დაეხმარა. სალომემ დაიწყო ფოტოგრაფია, გამოფენებზე სიარული, ახალი გარემოს აღმოჩენა და გაიცნო იტალიელი ფოტოგრაფი, რომელთანაც ურთიერთობა დაიწყო.
დღეს მისი ნამუშევრები იტალიური მოდის ჟურნალების ყდებზე იბეჭდება. საყვარელ ადამიანთან ერთად მან საკუთარი ფოტოსტუდია გახსნა და მარის სანახავად საქართველოში ჩამოვიდა. სალომეს ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თვითრწმენასა და მხარდაჭერას, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.